ტბა ზღვის დონიდან დაახლოებით 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და კრატერული წარმოშობისაა. ტბის წყალი ძალიან ცივია - წყალში 3 წუთიც ვერ გაძლებ, სამაგიეროდ განტვირთვისა და ულამაზესი ხედების ფონზე ფოტოების გადაღებისთვის იდეალური ადგილია.
ჭინჭაოს ტბაზე ასასვლელად ჯერ ქალაქ ოზურგეთში უნდა ჩახვიდე, შემდეგ სოფელ გომში და იქიდან გომისმთაზე.
სანამ გომისმთის აღმართს შეუდგები, შეგიძლია, სოფელ გომში ადგილობრივი კერძები დააგემოვნო.
გომისმთიდან კი ჭინჭაოს ტბისკენ საფეხმავლო ბილიკიც მიდის და საავტომობილო გზაც მაღალი გამავლობის მანქანებისთვის.