KA
Khorisari

ხორისარის ვულკანური მთა

საქართველოში ულამაზეს ბუნებას შეხვდები, თუმცა გაითვალისწინე, რომ ამ ქვეყნის მთიან ადგილებში რამდენჯერაც არ უნდა იმოგზაურო, გასაოცარ სანახაობას ყოველ ჯერზე თავიდან აღმოაჩენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ბუნების გამორჩეული ქმნილებაა ხორისრის ვულკანური მთა, რომელიც ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე მდებარეობს.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
ქალაქი
სტეფანწმინდა

რით არის უნიკალური ხორისრი?

საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ეს ადგილი ერთ–ერთი შთამბეჭდავია თავისი ვულკანური რელიეფითა და ყინულივით ცივი ტბებით. ერთ-ერთი ასეთი ტბაა -  ყელიცადი, რომელიც ზღვის დონიდან 3062 მეტრზე მდებარეობს და შესანიშნავად მოჩანს ხორისარიდან. საქართველოს ეს მხარე საუკეთესო ადგილია მრავალდღიანი ლაშქრობებისა და თავგადასავლებისათვის.

რა უნდა გაითვალისწინო, თუკი ხორისრის დალაშქვრას გადაწყვეტ?

ხორისარის მთაზე ასასვლელი ყველაზე პოპულარული მარშრუტი თრუსოს ხეობაში, სოფელ ნოგყაუ სიახლოვეს იწყება. მარშრუტის გასავლელად საჭიროა 2 დღე, ასე რომ თან იქონიე კარავი და სხვა სალაშქრო აღჭურვილობა.

მიუხედავ იმისა რომ მთა ხორისარის სიმაღლე 3,736 მეტრია, მისი კონუსისებური ფორმა და ნაკლებად ციცაბო კალთები, მასზე ასვლას ნაკლებად ტექნიკურს ხდის, თუმცა მისი კლდოვანი რელიეფის დაძლევა საკმაო ძალისხმევას მოითხოვს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა