უწერა-ონის მონაკვეთი რაჭის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით მიემართება.
რიონი საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება.
დაშვება კურორტ უწერაში, ზღვის დონიდან 1050 მეტრზე იწყება და ქალაქ ონში, 830 მეტრზე სრულდება. 12-კილომეტრიანი მარშრუტის გავლას ერთი საათი სჭირდება.
საჯომარდო ტური შეგიძლიათ, წინასწარ დაჯავშნოთ ან ადგილზევე მიიღოთ მომსახურება.
უწერა-ონის მონაკვეთი აპრილის, მაისისა და ივნისის განმავლობაში IV კატეგორიის მარშრუტად მიიჩნევა - გზაზე სწრაფი და მძლავრი დინება, ჩქერები, ორმოები და ე.წ. სტოპერებია.
ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში სირთულე ნაკლებია და III კატეგორიით ფასდება - სწრაფი დინებით, ჩქერებითა და ორმოებით.
აღნიშნულ მარშრუტზე ჯომარდობაში მონაწილეთა მინიმალური ასაკი 18 წელია.
უწერაში ონიდან მაღალი გამავლობის მანქანით ან მიკროავტობუსით შეძლებ მისვლას. შეგიძლია ჯომარდობის კომპანიასაც შეუთანხმდე ტრანსპორტირებაზე.
ნავი
საჯომარდოდ 6/8-კაციანი სპეციალური ნავები გამოიყენება.
აღჭურვილობა
ადგილზე მიიღებ სამაშველო ჟილეტსა და ჩაფხუტს. სასურველია, გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი და თერმოტანსაცმელი, რომელიც დასველების დროს არ დამძიმდება. თან ნუ წაიღებ ნივთებს, რომლებიც დასველებისას დაზიანდება.
რა უნდა იცოდეს დამწყებმა
ნავს ახლავს პროფესიონალი ინსტრუქტორი, რომელიც უსაფრთხოების წესებს გაგაცნობს. ასევე, საყურადღებოა მისი მითითებები მთელი პროცესის განმავლობაში. ცურვის ცოდნა არ არის აუცილებელი.
სასარგებლო ინფორმაცია
უწერაში 28 სახის მინერალური წყალი მიწის ზედაპირზე ამოდის და მათ როგორც დასალევად, ისე სამკურნალო აბაზანებისთვისაც იყენებენ.