KA
Jortsku Cave Natural Monument

ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლი

სპელეოტურიზმი მოგზაურებსა და ტურისტებში საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა, ამ მხრივ კი საქართველო ნამდვილად გამორჩეული რეგიონია, რადგან აქაურ გამოქვაბულებში მრავალი აღმოჩენა და საოცარი თავგადასავალი გელის. ერთ-ერთი ასეთი ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიო, ჯორწყუს მღვიმეა, ბუნების ძეგლი, რომელიც უზარმაზარი სტალაქტიტების ელვარებით მოგხიბლავს და ათასგვარ იდუმალ ამბავს მოგიყვება.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მარტვილი

რით არის უნიკალური ჯორწყუს მღვიმე?

ჯორწყუს კარსტული მღვიმე, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ბალდასთან, მდინარე ჯორწყუს ხეობაში, ზღვის დონიდან 653 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ორსართულიანია, მისი ფართობი კი - 0,08 ჰექტარი. ვრცელი შესასვლელი 4-5 მ სიგანისაა და 3-5 მ სიმაღლის დერეფნით გრძელდება.  

ჯორწყუს მღვიმის მაქსიმალური სიგრძე 276 მეტრია. დარბაზში, სადაც დაკიდებულია ვეებერთელა სტალაქტიტები, მღვიმის სიმაღლე 10 მეტრს, სიგანე კი 6 მეტრს აღწევს. 

ეს კარსტული მღვიმე ერთ დროს ადამიანების სადგომი იყო, თუმცა აქ სხვადასხვა დროს მღვიმური დათვის, ფოცხვრის, დომბისა და სხვა ცხოველების ძვლებიც აღმოაჩინეს. 

მღვიმესთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტი ქალაქი მარტვილია, სადაც ღამის გათევასა და დასვენებას საოჯახო სასტუმროებში შეძლებ.

გაითვალისწინე, რომ მღვიმეში მოგზაურობისთვის აუცილებელია თან გახლდეთ სერტიფიცირებული გიდი და გქონდეთ სპეციალური აღჭურვილობა.

მღვიმეში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა