ქობულეთის დაცული ტერიტორიები | Georgia Travel


ქობულეთის დაცული ტერიტორიები

ქობულეთის დაცული ტერიტორიები ბათუმიდან 30 კილომეტრში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და უნიკალური სფაგნუმიანი ჭაობებით განთქმულ ქობულეთის ნაკრძალსა და აღკვეთილს აერთიანებს.

3 მარტივ, საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების განმავლობაში შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4 მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს გადაღება. გარდა ტურებისა, მსურველებს სფაგნუმის ტორფნარზე ჭაობის თხილამურებით გასეირნების საშუალებაც აქვთ. 

აქ შეგიძლიათ ნახოთ მსოფლიო მნიშვნელობის ისპანის ჭაობები, თეთრი ხავსის 4-მეტრიანი გუმბათები, თეთრი და ყვითელი დუმფარები. ტურისტული სეზონი ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება.

ვიზიტორთა ცენტრი:  ქ. ქობულეთი, ლესელიძის ქ. N 4




სხვა აქტივობები