მესტიიდან 8 კილომეტრში, ფიჭვნარის გავლით ხვდებით ჰაწვალში, საიდანაც კილომეტრნახევრიანი სიგრძის საბაგიროს მეშვეობით შესაძლებელია ზურულდის მთაზე ასვლა. ზამთარში აქ 2,400 მეტრიანი სათხილამურო ტრასა ფუნქციონირებს. წელიწადის ნებისმიერ დროს ზურულდიდან უნიკალური ხედი იშლება უშბის ზვიადი მთებით, თეთნულდის თეთრი კალთებით და კავკასიონის ქედით.