KA
Algeti National Park

ალგეთის ეროვნული პარკი

თუ თბილისთან ახლოს ეკოლოგიური, ბოტანიკური და სათავგადასავლო ტურების მოწყობა გსურს, ალგეთის ეროვნულ პარკს უნდა ეწვიო, რომელიც საქართველოს დედაქალაქიდან 60 კმ-ის დაშორებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
რეგიონი
ქვემო ქართლი
ქალაქი
თეთრიწყარო

რას ნახავ ალგეთის ეროვნულ პარკში?

პარკის ფართობი 6800 ჰექტარზე მეტია და ის ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. აქ კლიმატი ნოტიო და ცივია, ამიტომ თბილი ტანსაცმლის წაღება არ უნდა დაგავიწყდეს.

პარკის ტერიტორიაზე უამრავ ლამაზ ხევსა და ნაკადულს შეხვდები, 1600-ზე მეტ მცენარესა და 100-ზე მეტი სახეობის ფრინველსაც ნახავ. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან აქ დათვი და მგელი ბინადრობენ.


ალგეთის ეროვნულ პარკში ამჟამად ხუთი სალაშქრო მარშრუტი არსებობს, რომლებიც მარტივ ან საშუალო სირთული კატეგორიებს განეკუთვნებიან. მათგან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ოდღიანი, „სამეფო ქედზე“ გამავალი მარშრუტია, რომელზეც კომფორტული ტურისტული კოტეჯიც არის მოწყობილი.

პარკის გარშემო ასევე შეგიძლია მოინახულო წალკის (დაშბაშის), ბირთვისის და სამშვილდის ულამაზესი კანიონები და ლეგენდებით მოცული კლდეკარის ციხესიმაგრე.


პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან დიდგორის ველია, სადაც 1121 წლის 12 აგვისტოს, ქართველთა გამორჩეული მეფის დავით აღმაშენებლის მეთაურობით, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა.

ალგეთის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი დაბა მანგლისში მდებარეობს. თავგადასავალი ცენტრის ეზოდანვე იწყება, სადაც ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“ დაგხვდება.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა