თავკვეთულას ეკლესია VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. აქ ყოველ წელიწადს, 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მორწმუნეები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.
ეკლესია და სამალავ-თავშესაფარი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სოფელ მირაშხანსა და ვარძიას შორის, მაღალ კლდეშია გაჭრილი.
წლების წინათ თავკვეთულას ეკლესიამდე მისვლა მხოლოდ მდინარე მტკვარში ფეხით გავლით შეიძლებოდა. ყოველ 11 სექტემბერს მდინარის წყალი სასწაულებრივად იკლებდა და ადამიანებს სალოცავისკენ გზას უხსნიდა.
ამჟამად თავკვეთულასთან მოხვედრა მდინარეზე გადებული ხიდის საშუალებით, ფეხის დასველების გარეშეც შეიძლება. მდინარეზე ხიდის გადების შემდეგ აქ მონასტრული ცხოვრებაც აღდგა.