ზემო სვანეთის ტერიტორიაზე მდინარე ენგურის სექციების სირთულის კატეგორიაა 3-5+.
სოფელი ჩაჟაში, საიდანაც მარშრუტი იწყება, მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულის თემში, ზღვის დონიდან 2160 მ-ზე მდებარეობს.
მდინარე ენგური სათავეს იღებს შხარის მყინვარზე, ზღვის დონიდან 2614 მეტრზე, მდინარის სიგრძე 213 კმ-ია და შავ ზღვაში ჩაედინება.
პირველი სექცია იწყება სოფელ ჩაჟაშში, ზღვის დონიდან 2160 მ-ზე და სრულდება იფრარში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძეა 9 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 360 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები);
მეორე სექცია იწყება სოფელ იფრარში, ზღვის დონიდან 1800 მ-ზე და სრულდება სოფელ ნაკიფარში, ზღვის დონიდან 1514 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 12 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 286 მ, სირთულის კატეგორია 3-4 (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). მეორე სექციის მთლიან მარშრუტს სამანქანო გზა მიუყვება;
მესამე სექცია იწყება სოფელ ნაკიფარში, ზღვის დონიდან 1514 მ-ზე და სრულდება სოფელ კვანჭიანარში (ლატალის თემი), ზღვის დონიდან 1199 მ-ზე.
მესამე სექციის სიგრძეა 20 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 315 მ. სექციის უმეტეს ნაწილს გზა არ მიუყვება;
მეოთხე სექცია იწყება სოფელ კვანჭიანარში, ზღვის დონიდან 1199 მ-ზე და სრულდება მდინარე ნაკრის შესართავთან, ზღვის დონიდან 900 მ-ზე.
მესამე სექციის სიგრძეა 24 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 299 მ;
მეხუთე სექცია იწყება სოფელ ნოდაშში, ზღვის დონიდან 930 მ-ზე და სრულდება სოფელ ჯორკვალში, ზღვის დონიდან 743 მ-ზე.
მეხუთე სექციის სიგრძეა 20 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 187 მ;
მესამე, მეოთხე და მეხუთე სექციების სირთულეა 5-5+ (უკიდურესად რთული და გრძელი ვარდნები, რომელთა შორის მოკლე მანძილებია. დინება სწრაფი და ძლიერია, უკიდურესად ციცაბო გრადიენტი, საჭიროა უმაღლესი კლასის გამოცდილება).
მეექვსე სექცია იწყება სოფელ ხაიშში, ზღვის დონიდან 557 მ-ზე და სრულდება სოფელ ლებურცხილაში, ენგურის დაგუბების დასაწყისში, ზღვის დონიდან 530 მ-ზე.
მეექვსე სექციის სიგრძეა 10 კმ, ვერტიკალური ვარდნის სიმაღლე - 27 მ, სირთულის კატეგორიაა 3-3+ (ზომიერად რთული, მრავალრიცხოვანი, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). სექციას მიუყვება სამანქანო გზა;
ზემო სვანეთში ენგურის ყველა სექციაზე კაიაკინგის თვეებია აპრილი, მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი.
სოფელი ჩაჟაში დაბა მესტიიდან 45 კილომეტრითაა დაშორებული. მესტიიდან უშგულში და უშგულიდან სასტარტო ადგილას მისვლა ნებისმიერი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი.
კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება.
რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას.
კაიაკინგში მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.