KA
ერთდღიანი ტური შეკვეთილში
Შენი მოგზაურობა დენდროლოგიური პარკიდან დაიწყება, გზად განსაკუთრებული სილამაზით განთმულ ადგილებს იხილავ და თვალწარმტაცი ბუნებით ტკბობის შესაძლებლობაც გექნება. ტური, მუსიკოსების პარკის გავლით, აჭარის ულამაზეს ბუნებაში გაგრძელდება და შეკვეთილში, მინიატურების პარკში დასრულდება.
მანძილი
10კმ
დრო
8-12სთ
სირთულე
საშუალო
1შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი
წლების განმავლობაში აქ ჭაობი და გაუვალი ტყე იყო, დღეს კი ამ ადგილს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს. უნიკალური რეკრეაციული ზონა ოზურგეთის რაიონში, სოფელ შეკვეთილში, მთასა და ზღვას შორის 60 ჰექტარზეა გადაჭიმული. ეს ტერიტორია, სპეციალისტების აზრით, თავისი მდებარეობით იდეალურია მრავალი სახის ფლორისა და ფაუნის სიცოცხლისთვის.
2საქართველო მინიატურებში
საქართველო მინიატურებში თემატური პარკია, სადაც წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები მინიატურულ ზომებში. აქ შეგიძლიათ, ყველა ღირსშესანიშნაობა ერთ სივრცეში მოინახულოთ, რაც ჩვენი ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის გაცნობის შესაძლებლობას იძლევა.
3მუსიკოსთა პარკი
მუსიკოსთა პარკი შეკვეთილში, Black Sea Arena-ს გვერდით მდებარეობს და კურორტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი რეკრეაციული სივრცეა. პარკის გარემოში ევკალიპტების ხეივანს, მრავალწლიან მცენარეებსა და სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ ზონებს შეხვდებით. მისი მთავარი უნიკალურობა კი ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ძეგლებია, რომლებიც პარკის სივრცეშია განთავსებული, რომელთა მიმდებარედაც მუდმივად ისმის მათ მიერ შესრულებული კომპოზიციები.
4შეკვეთილი
საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან ჩრდილოეთით 45 კმ-ში მდებარეობს პატარა ზღვისპირა კურორტი შეკვეთილი. იშვიათად თუ შეხვდები სადმე ასეთ პატარა ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, წყნარ, საკურორტო ზოლს და, მეორე მხრივ, უამრავ თანამედროვე სანახაობასა და გასართობს.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა