KA
ქვემო ქართლის ერთდღიანი ტური
ამ მდიდარი კულტურის მქონდე მხარეში აუცილებლად უნდა იმოგზაურო, რადგან მრავლად შეხვდები მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, არქეოლოგიურ ძეგლებს, სილამაზით გამორჩეულ ბუნებასა და მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გადმონაშთებს. წალკის კანიონის, სამშვილდის ნაქალაქარისა და ასურეთის ტური განსაკუთრებული ემოციებით დაგმუხტავს.
მანძილი
95კმ
დრო
6-8სთ
სირთულე
საშუალო
1წალკის (დაშბაშის) კანიონის ბუნების ძეგლი
სამხრეთ საქართველოში არის ადგილი, რომელიც თავგადასავლების მაძიებლებს ულამაზესი ბუნებითა და უნიკალური ეკოსისტემით იზიდავს. ეს წალკის კანიონია, რომელსაც დაშბაშის კანიონის სახელითაც მოიხსენიებენ. ის ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის (ქცია) ხეობაში, ზღვის დონიდან 1110-1448 მეტრზე მდებარეობს.
2სამშვილდე - ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარი კავკასიაში
არქეოლოგიით დაინტერესებულთათვის სამშვილდე ნამდვილი საჩუქარია. ის ერთ-ერთი უძველესი ნაქალაქარია კავკასიაში და გამორჩეულია არქიტექტურით, რელიეფით, იერით, თვითმყოფადი და ძალიან საინტერესო აგებულებით. ისტორიულ წყაროებში მას „ციხე ორბისა“ ჰქვია.
3სამშვილდე - საქართველოს ისტორიული ნაქალაქარი
ქართული კულტურის ნამდვილი რეტროსპექტივა ქვემო ქართლში გელოდება. თეთრიწყაროდან 15 კილომეტრის დაშორებით, მაღალ კონცხზე უძველეს ნაქალაქარს ნახავ, რომელსაც სამშვილდე ეწოდება.
4წალკა
მთების, ტბების, ისტორიული ძეგლებისა და არქეოლოგიური ფასეულობების მხარეა წალკა – ეს მუნიციპალიტეტი აღმოსავლეთ საქართველოში, თრიალეთის ქედზეა გაშლილი და განსაკუთრებით საინტერესოა აქტიური დასვენების მოყვარულებისთვის.
5ასურეთი
საქართველოში მოგზაურობისას პატარა გერმანიის მონახულებაც შეგიძლია, ამისთვის სოფელ ასურეთს უნდა ესტუმრო, რომელიც თეთრიწყაროში, მდინარე ასურეთისხევის მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა