ამ გზიდან იწყება საირმის სვეტებამდე მიმავალი 2,5 კმ-იანი საფეხმავლო ბილიკიც. ბილიკის დასაწყისში საინფორმაციო სტენდი დგას, გზის მაჩვენებლები მთელი მარშრუტის მანძილზე შეგხვდება, ამიტომ ტყეში დაკარგვის არ უნდა შეგეშინდეს. სვეტებთან მისვლას და უკან დაბრუნებას დაახლოებით 3 საათია სჭირდება.
ბილიკი მარტივად გასავლელია. ისეა შერჩეული, რომ სვეტებს დაახლოებით 200-მეტრიანი დისტანციიდან შემოუვლის და ზემოდან მოექცევა, სადაც, სვეტების გარდა, წმინდა გიორგის უძველესი ეკლესიის ნანგრევებიცაა. ოდესღაც საირმის სვეტების ქვემოთ მოსახლეობა ცხოვრობდა. ახლა კი აქ მხოლოდ ვაშლის ბაღებია შემორჩენილი.
საირმის სვეტებთან მისასვლელ ბილიკთან მოსახვედრი უმოკლესი გზა ამბროლაურიდან იწყება და ის 35 კილომეტრს შეადგენს. თუ მგზავრობას თბილისიდან გეგმავ, ავტოსადგურ „ოკრიბადან“ ლეჩხუმის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსებსაც შეგიძლია გაჰყვე. დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს ქუთაისიდან ცაგერის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსებიც. მოინახულე საირმე და ეწვიე საირმის სვეტებს!