KA

ჭალადიდი

მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან სულ რაღაც 3 მეტრ სიმაღლეზე, სამეგრელოს ისტორიული სოფელი ჭალადიდი მდებარეობს.
რა დრო სჭირდება მგზავრობას:
თბილისი
4:45 სთ
ბათუმი
1:35 სთ
ქუთაისი
1:30 სთ

დღეს ჭალადიდს თავისი ადგილმდებარეობით სატრანზიტო მნიშვნელობა აქვს. აქ გადის სენაკი-ფოთის სარკინიგზო ხაზი და საერთაშორისო გზა ს-2 თურქეთის რესპუბლიკის საზღვრისკენ. 

ჭალადიდის სახელით საქართველოში ორი სოფელია ცნობილია – ზემო და ქვემო ჭალადიდი, რომლებიც XVI საუკუნეში ერთი თემი იყო. დღეს პირველი სენაკის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, მეორე კი - ხობის მუნიციპალიტეტს. ამ უკანასკნელში მდებარეობს რკინიგზის სადგური.

ისტორია

სოფლის სახელი 1616 წლიდან ჩანს წერილობით წყაროებში, როცა სამეგრელოს მთავარი თავადი ლევან დადიანი იყო.

ჭალადიდი ნახსენებია გერმანელი მოგზაურისა და  ნატურალისტის იოჰან გიულდენშტედტის სამოგზაურო ჩანაწერშიც. გიულდენშტედტმა 1771-72 წლებში იმოგზაურა საქართველოში.

XIX საუკუნეში ჭალადიდის მდინარე ცივსა და ხობისწყალს შორის არხიც გაიყვანეს, რამაც რეგიონში დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია იტვირთა და მიმოსვლა გაამარტივა. ამ პერიოდში მთიანი სამეგრელოდან და იმერეთიდან აქ უამრავი ადამიანი გადმოსახლდა და საკუთარი დასახლებები შექმნა. 

შუა საუკუნეებში ამ სოფელში მოჰყავდათ სიმინდი, ფეტვი, თამბაქო, ვაზი, ვაჭრობდნენ ნანადირევით, დღეს კი ჭალადიდელები უმეტესად მეცხოველეობასა და მემარცვლეობას მისდევენ. 

სანახაობები

ჭალადიდის ირგვლივ არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია ძველი კოლხური ნამოსახლარი. 

სოფლის ცენტრში წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაა აშენებული. აუცილებლად უნდა ნახო მანცხვარკარის ულამაზესი თეთრი ტაძარიც.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა