KA
Tabatskuri Lake

ტაბაწყურის ტბა

ლურჯ ტბაზე მოცურავე ფრინველები, ირგვლივ მთები, ნაპირებზე ცხენები, ტბაში შეჭრილ ნახევარკუნძულზე კი გაშენებული სახლები - თუ ასეთ ბუნებაზე ერთხელ მაინც გიოცნებია, სოფელ ტაბაწყურში აუცილებლად უნდა ჩახვიდე.
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთი
ქალაქი
ბაკურიანი

როგორ მოხვდები ტაბაწყურის ტბაზე?

ეს საოცარი ადგილი ქცია-ტაბაწყურის დაცული ტერიტორიის ფარგლებში მდებარეობს. სოფელი ტაბაწყური კი ალპური მდელოებით შემოსილ ფერდობებს შუა მოქცეული ტბის ნაპირას და ტბაში შეჭრილ პატარა ნახევარკუნძულზეა გაშენებული. მისკენ ორი გზა მიდის - ბაკურიანიდან და ახალქალაქიდან.

თუ ბაკურიანიდან გადაწყვეტ წასვლას, ცხრაწყაროს უღელტეხილით დაეშვები, გზაში კი ნამდვილ სამოთხეს გაივლი, რადგან ხედები ყოველ ნაბიჯზე შეიცვლება და ეს მოგზაურობა შენს მეხსიერებაში წარუშლელ შთაბეჭდილებად დარჩება. ამ გზაზე ველო, საცხენოსნო და საფეხმავლო ტურებიც ეწყობა, მაგრამ, თუ პასიური დასვენება გირჩევნია, ტბის გარშემო ტყეშიც დაბანაკდები. 

გაითვალისწინე, რომ ლაშქრობებისთვის საუკეთესო პერიოდი მაისიდან იწყება და ნოემბრის ბოლომდე გრძელდება.

ტაბაწყურის ტბის ბუნება

ტაბაწყური წყლის მოცულობით საქართველოს უდიდესი ტბაა (221 მლნ მ/კუბი), რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლებით საზრდოობს. 

ტბა დეკემბრის ბოლოდან მარტის ბოლომდე მთლიანად ყინულით არის დაფარული და ამ დროს ბაკურიანიდან ტაბაწყურში თოვლმავლით ასვლასა და გაყინულ ტბაზე გასეირნებასაც შეძლებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა