საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Ushba Waterfall

უშბას ჩანჩქერი

საქართველოში მოგზაურობისას ბევრ გასაოცარ და დიად მდინარეს შეხვდები, ასევე ჩანჩქერებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გამორჩეულ ბუნებას კიდევ უფრო მშვენიერს ხდის.
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
ქალაქი
მესტია

სად მდებარეობს უშბის ჩანჩქერი?

უშბის ჩანჩქერი სვანეთში, სოფელ მაზერთან მდებარეობს და ის საქართველოს ყველაზე წყალუხვი ჩანჩქერია. აქ სულ სამ ჩანჩქერს შეხვდები, მათ შორის ყველაზე დიდი სათავეს მყინვარ უშბიდან იღებს, საიდანაც გადმოტყორცნილი წყალი ორ კლდეს შორის ჩაედინება. მის ირგვლივ ტერიტორია ნაძვნარითა და ბორცვებითაა დაფარული. ამ ადგილას სრული სიმშვიდე და ბუნების ხელთუქმნელი სილამაზე დაგხვდება.

როგორ უნდა მიხვიდე უშბის ჩანჩქერთან?

ზამთარში უშბაზე ყველაფერი თოვლითაა დაფარული და აქაურობა თითქმის მიუვალია. ზაფხულში კი ჩანჩქერის ძირში საფეხმავლო გზით მიხვალ - სამანქანო გზიდან 3 კმ-ში. ჩანჩქერის თავზე ასვლას მხოლოდ კარგად მომზადებული მთამსვლელები ბედავენ, რადგან გზა მეტწილად ციცაბოა. 

კიდევ ერთი სირთულეა მდინარის გადაკვეთა, რის შემდეგაც სავალი ნაწილი შედარებით მარტივდება და გზა ბილიკს მიუყვება. როცა ჩანჩქერის თავზე მოექცევი, თვალწინ საოცარი სანახაობა გადაგეშლება - ზღაპრული ხედი სვანეთზე, ბუნების ულამაზესი ძეგლებით, რაც ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა