KA
David Kakabadze Fine Art Gallery

დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა

2018 წელს, სოთბის აუქციონზე ქართველი ფერმწერის ნიკო ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 2 მილიონ ფუნტზე მეტად გაიყიდა. მსოფლიოში ცნობილი ამ და კიდევ ბევრი სახელგანთქმული ქართველი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერებას დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაშიც შეძლებ, რომელიც იმერეთის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქუთაისში, შოთა რუსთაველის #8-ში მდებარეობს.
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
ქუთაისი

რას ნახავ დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში?

გალერეა 1967 წელს დაარსდა და დღეისთვის მის ფონდებში 3000-მდე ექსპონატია დაცული. ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ფელიქს ვარლას, გიგო გაბაშვილისა და სხვა მხატვრების ფერწერული ტილოების გარდა, აქ ნახავ გრაფიკული, სკულპტურული და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. 

შემთხვევითი არ არის, რომ გალერეა გამოჩენილი მხატვრის დავით კაკაბაძის სახელს ატარებს. დავით კაკაბაძე XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელოვანი, მკვლევარი და მეცნიერი იყო. მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ისე საფრანგეთში.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა