KA

კაიაკინგი რიონზე

მდინარე რიონზე კაიაკინგის მარშრუტი 6 სექციისგან შედგება.
რეგიონი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
ქალაქი
ონი

მდინარის სირთულე

რიონის სექციების სირთულის კატეგორიებია 2-5. 

ადგილმდებარეობა

სოფელი ჭიორა, სადაც მარშრუტი იწყება, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. 

მდინარე

მდინარე რიონი სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ფასისმთასთან, ზღვის დონიდან 2960 მ-ზე. მდინარის სიგრძეა 327 კმ, საზრდოობს მყინვარის თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. ქალაქ ფოთთან შავ ზღვაში ჩაედინება. სათავიდან შესართავამდე გაივლის 5 მუნიციპალიტეტსა და ქალაქს: ონს, ამბროლაურს, ქუთაისს, ვანსა და ფოთს. 

მარშრუტი

პირველი სექცია იწყება სოფელ ჭიორასთან, ზღვის დონიდან 1300 მ-ზე და სრულდება მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის შესართავთან, 1170 მ-ზე.
პირველი სექციის სიგრძეა 3,5 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 130 მ, სირთულის კატეგორია 4-5 (უკიდურესად რთული, გრძელი და რთული რეპიდები, ციცაბო ვარდნები, დიდი ქვები).

მეორე სექცია იწყება მდინარეების - რიონისა და ჭანჭახის შესართავთან, ზღვის დონიდან 1170 მ-ზე და სრულდება სოფელ უწერაში, ზღვის დონიდან 1020 მ-ზე.
მეორე სექციის სიგრძეა 9 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 200 მ, სირთულის კატეგორია 3-4 (საშუალო სირთულის, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები და მორევები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები). 

მესამე სექცია იწყება უწერაში, ზღვის დონიდან 1020 მ-ზე და სრულდება ონში, ზღვის დონიდან 830 მ-ზე.
მესამე სექციის სიგრძეა 7 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 190 მ, სირთულის კატეგორია - 3 (საშუალო, მრავალრიცხოვანი, რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გასასვლელები, საშუალო სიჩქარის დინება, საჭიროებს მანევრირებას). სექციას მიუყვება სამანქანო გზა. 

მეოთხე სექცია იწყება სოფელ მუხლის კანიონში, ზღვის დონიდან 760 მ-ზე და სრულდება სოფელ ხიდიკარში.
მეოთხე სექციის სიგრძეა 6 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 45 მ, სირთულის კატეგორია - 2, 3, 3+ (საშუალო სირთულის, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გასასვლელები, საშუალო სიჩქარის დინება, საჭიროებს მანევრირებას). 

მეხუთე სექცია იწყება რაჭისა და ლეჩხუმის საზღვარზე, მდინარეების - რიონისა და შარეულის შესართავთან, ზღვის დონიდან 400 მ-ზე და სრულდება სოფელ ტვიშში, ზღვის დონიდან  330 მ-ზე.
მარშრუტის სიგრძეა 13 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 70 მ, სირთულის კატეგორია - 2, 3, 3+ (საშუალო სირთულის, მრავალრიცხოვანი რეგულარული ტალღები, ღია და ნათელი გასასვლელები, საშუალო სიჩქარის დინება, საჭიროებს მანევრირებას); სექციას სამანქანო გზა მიუყვება. 

მეექვსე სექცია გადის ტვიშის ულამაზეს კანიონში.
მეექვსე სექციის სიგრძეა 11 კმ, ვერტიკალური დაშვების სიმაღლე - 55 მ, სირთულის კატეგორია 3-3+ (რთული, მაღალი და არარეგულარული ტალღები, კლდეები, გამჭვირვალე, მაგრამ ვიწრო გასასვლელები);

მარშრუტის სეზონურობა

მდინარე რიონზე კაიაკინგის თვეებია:

პირველი სექცია - აპრილის ბოლო, ნოემბრის დასაწყისი.

მეორე და მესამე სექციები - აპრილის ბოლო, ნოემბრის ბოლო.

მეოთხე სექცია - აპრილი, ნოემბერი.

მეხუთე სექცია - მთელი წელი. 

მეექვსე სექცია - აპრილი, მაისი.

როგორ მივიდეთ სასტარტო ადგილას

სოფელ ჭიორამდე ონიდან 26 კმ-ია, მიდის ცენტრალური გზა. სასტარტო ადგილას მისვლა შესაძლებელია ნებისმიერი გამავლობის ავტომობილით.

უსაფრთხოება 

კაიაკით დასაშვებად აუცილებელია გამოცდილება. 

რეკომენდებულია, მდინარე ადგილობრივ კაიაკერთან ერთად გაიარო ან მისგან მიიღო საჭირო ინფორმაცია. ტურის დასაჯავშნად წინასწარ დაუკავშირდი კომპანიას. 

კაიაკინგში  მონაწილეობისთვის მინიმალური ასაკია 18 წელი.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა