KA
ერთდღიანი ტური მცხეთაში
მცხეთა, ერთდღიანი გასეირნებისთვის შესანიშნავი ვარიანტია, სადაც საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლისა და გავრცელების სიმბოლოს - ჯვრის მონასტერს იხილავ, განსაკუთრებული სილამაზით მოელვარე სვეტიცხოვლის ტაძარს მოინახულებ, სამთავროს სამონასტრო კომპლექსს ესტუმრები და VI საუკუნეში აგებულ შიომღვიმის მონასტერსაც ეწვევი.
მანძილი
25კმ
დრო
4-6სთ
სირთულე
საშუალო
1შიომღვიმის მონასტერი
მცხეთასთან ახლოს, მტკვრის ხეობაში მდებარე შიომღვიმის ლავრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება, როცა აქ ეკლესია წმინდა შიომ დააარსა - ის ერთ-ერთია სირიიდან ჩამოსულ საეკლესიო მოღვაწეთა შორის, რომელთა მიზანი საქართველოში ქრისტიანული რელიგიის განმტკიცება იყო.
2სვეტიცხოველი - მსოფლიო ხელოვნების საგანძური
სვეტიცხოველი საქართველოში დღემდე მოღწეულ უძველეს ტაძართა შორის ყველაზე დიდი საეკლესიო ნაგებობაა და ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ურთულესი ძეგლია. არსებობის დღიდან ის ქართული მართლმადიდებელი სარწმუნოების უმთავრესი ტაძარია.
3ჯვრის მონასტერი
ქალაქ მცხეთის აღმოსავლეთით, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე აღმართულია ჯვრის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი. ტაძრის სახელი და ადგილი შემთხვევით არ შეურჩევიათ - სწორედ აქ, წარმართული კერპის სკულპტურის ადგილას, IV საუკუნეში წმინდა ნინომ ხის ჯვარი აღმართა.
4სამთავროს მონასტერი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა
ქალაქ მცხეთის ცენტრში აღმართული ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლი - სამთავროს მონასტერი დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია.
5მცხეთა
საქართველოს ბუნება მრავალფეროვან სანახაობას გთავაზობს, თუმცა ეს ერთ-ერთი ნამდვილად გამორჩეული ხედია - ადგილი, სადაც ორი დიდი მდინარე ერთმანეთს უერთდება. სწორედ ამ შესართავთან მდებარეობს ქალაქი მცხეთა - საუკუნოვანი ისტორიითა და გასაოცარი ძეგლებით, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი, უწყვეტად დასახლებული ქალაქია.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა