KA
კახეთის ორდღიანი ტური
ესტუმრე სხვადასხვა პერიოდის ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით განთქმულ კახეთს, მოინახულე უძველესი ხუროთმოძღვრების ძეგლები და შთამბეჭდავი ციხე-კოშკები. ეს ორდღიანი ტური შენს კახურ თავგადასავლად იქცევა, რომელიც ახალ ადგილებს აღმოგაჩენინებს და ემოციებით აგავსებს.
მანძილი
50კმ
დრო
24-30სთ
სირთულე
საშუალო
1გრემის სამონასტრო კომპლექსი
თელავიდან ყვარლისკენ რომ აიღებ გეზს, 15-20 წუთის სავალზე, შემაღლებულ ადგილზე ტაძარი გამოჩნდება - ეს გრემია, XV საუკუნის სამონასტრო კომპლექსი და ციხე-ქალაქი.
2გრემის არქეოლოგიური კომპლექსი
ეს სწორედ ის ადგილია, რომელსაც კახეთში ჩასული ტურისტები აუცილებლად ნახულობენ. XV საუკუნეში ამ ადგილას განვითარებული ქალაქი არსებობდა. გრემის ტერიტორიაზე პირველი დასახლება, სავარაუდოდ, გვიანი ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, თუმცა მისი, როგორც სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქალაქის, ისტორია XV საუკუნიდან დაიწყო.
3ნეკრესის ცეცხლის ტაძარი
უძველესი ცივილიზაციების პერიოდში საქართველოში ასტროლოგიაც იცოდნენ - ამას ადასტურებს „ცეცხლის ტაძარი“, იგივე „დიდი კვადრატი“, როგორც მას მკვლევრები უწოდებენ.
4გრემის ციხესიმაგრე - ყვარლის ღირსშესანიშნაობა
კლდოვან ქედზე აღმართული ეს დიდებული ციხესიმაგრე თითქმის 700 წელია, ამაყად გადმოჰყურებს სოფელ გრემს, რომელიც კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
5ერეკლე II-ის მუზეუმი
ეს ამ დრომდე მოღწეული ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში, რომელიც კახეთში, ქალაქ თელავში მდებარეობს. აქ XVII-XVIII საუკუნეებში კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო, დღეს კი სასახლეში მუზეუმი დაგხვდება.
6ძველი და ახალი შუამთა
ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი - ძველი და ახალი შუამთა კახეთში, თელავიდან 7 კმ-ში, ცივ-გომბორის მთის კალთაზე, მაღალ მთებს შუა მოქცეულ ვაკეზეა აგებული და სახელიც აქედან მიიღო - შუა მთა. 
7ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში
წინანდლის ღვინის მარანი ერთ-ერთი ნაწილია ამ საინტერესო სასახლისა, რომლის ისტორია იმდენად შთამბეჭდავია, რამდენადაც თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იყო მნიშვნელოვანი XIX საუკუნის საქართველოსთვის.
8თელავი
თელავი კახეთის კულტურული ცენტრია - ეს არის შუა საუკუნეების ქალაქი გრძელი და რთული ისტორიით, მდიდარი არქიტექტურით, მეფის სასახლით, მწვანე გარემოთი, თანამედროვე შენობებითა და სტუმართმოყვარე ადამიანებით.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა