KA
რაჭის ორდღიანი ტური
ამ ორდღიან ტურზე, რაჭაში, სხვადასხვა პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშებს აღმოაჩენ, გამორჩეულ ადგილებს ესტუმრები და ისეთ კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტებს მოივლი, როგორიცაა შოვი და უწერა. Რაჭული თავგადასავლის განმავლობაში, ასევე ნახავ შაორის წყალსაცავს, ბარაკონს, ნიკორწმინდას და სხვა.
მანძილი
75კმ
დრო
24-30სთ
სირთულე
საშუალო
1ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარი
მდიდრული ჩუქურთმებით ნაქსოვი არშიები, მრავალფეროვანი სიუჟეტის მქონე ფრესკები, ცადაწვდენილი, მაღალყელიანი გუმბათი - ეს ეროვნული ხუროთმოძღვრების შედევრად აღიარებული ნიკორწმინდის ტაძარია. 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შეტანილი ამ ძეგლის ნახვა რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში შეგიძლია.
2ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესია
რაჭა, მწვანე მთებით გარშემორტყმული სოფელი წესი, მდინარეების - ლუხუნისა და რიონის შესართავი, ხეობაში შეყუჟული სახლები, შემაღლებულზე კი მარადისობის ნიშანივით მდგარი ბარაკონი - ეს ქართული ხუროთმოძღვრების ცოცხალი ძეგლია. როცა მას დაინახავ, აუცილებლად დაფიქრდები, რეალურია თუ არა ის.
3შაორის ტბა
რაჭაში, თოვლით დაფარული მწვერვალების, უღრანი ტყეებისა და ყვავილებით მოჩითული მდელოების გულში ხელოვნური წყალსაცავი მდებარეობს - შაორი, რომელიც გართობისა და დასვენებისთვის ზღაპრულ გარემოს შეგიქმნის.
4ჯომარდობა რიონზე: უწერა-ონი
მდინარე რიონზე ეს საჯომარდო მარშრუტი ულამაზეს რაჭას გაივლის, რომელიც დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში, რიონისა და მისი შენაკადების ხეობაშია გაშენებული.
5შოვი-უძირო ტბა-სოფელი გლოლა
რაჭაში, ონიდან 30 კმ-ში, ზღვის დონიდან 1600 მეტრ სიმაღლეზე ბალნეოლოგიურ კურორტ შოვიდან ლაშქრობის ერთ-ერთი საუკეთესო მარშრუტი შოვი-უძირო ტბა-სოფელი გლოლა იწყება.
6ამბროლაური
მდინარეების - რიონისა და კრიხულის შესართავთან 550 მეტრ სიმაღლეზე გაშენებული პატარა ქალაქი XVII საუკუნეში იმერეთის მეფეების ერთ-ერთი რეზიდენცია იყო. ეს ამბროლაურია - რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი, ცივი ზამთრის, მშრალი და ცხელი ზაფხულისა და ულამაზესი ხედების ადგილი.
7ონი
თბილისიდან 210 კმ-ში, რაჭაში, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე, ღრმა ხეობაში გაშენებულია მყუდრო ქალაქი ონი. ისტორიულ წყაროებში ონი პირველად XV-XVI საუკუნეებშია მოხსენიებული, მაგრამ ქალაქის ტერიტორიაზე ადამიანები ბრინჯაოს ხანიდან ცხოვრობდნენ. საკუთრივ ქალაქი ძვ. წ. II საუკუნეში იბერიის მეფე ფარნაჯომს დაუარსებია. ამას ონში აღმოჩენილი ძვ. წ. VI-III საუკუნეების ბრინჯაოს ხანის ნივთები ადასტურებს.
8შოვი
თუ ივნისიდან ოქტომბრამდე, რამდენიმე დღით მაინც, საქართველოში მოგზაურობას გეგმავ, მაშინ შოვზე აუცილებლად უნდა იცოდე - რაჭის მთების მარგალიტზე, კურორტზე, რომელიც სამკურნალო, მინერალური წყლების, წიწვოვანი ტყეებისა და ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის სამეფოა.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა