KA

სკიტური უშგულში ლამარიაზე

ამ მარშრუტზე წასასვლელად გაუკვალავ თოვლში სრიალის კარგი გამოცდილებაა საჭირო. თუმცა, ბევრი ნიუანსის გათვალისწინებით, რომელიც ადგილობრივ გარემოს ახასიათებს, ლამარიას სკიტური როგორც გამოცდილმა, ისე დამწყებმა მოთხილამურეებმა სერტიფიცირებულ გამყოლთან ერთად უნდა დაგეგმონ. 
რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი
სოფელი
უშგული

ადგილმდებარეობა

სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სოფელი და ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი, უშგული, მესტიიდან 42 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სოფელი ენგურის სათავეებთან, მწვერვალ შხარის ძირში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზეა გაშლილი. 

აქ ზამთარი საკმაოდ მკაცრი და ხანგრძლივია. სვანური კოშკებით მდიდარი უშგულის თემი ვიზიტორების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია. სოფელი ჩაჟაში კი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეყვანილი. 

ლამარიას მარშრუტი

მარშრუტი დილით ადრე, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე, სოფელ ჟიბიანიდან იწყება. ლამარიას ეკლესიიდან ლამარიას მთისკენ მივემართებით, რომლის სიმაღლე 3000 მეტრია. ასავლელი ვერტიკალი კი - 800 მეტრი.

მთიდან დაშვების რამდენიმე არჩევანი გვაქვს. პირველი - იმავე ტრაექტორიით ვეშვებით, როგორითაც ამოვედით. ამ შემთხვევაში სრიალი სოფელ ჟიბიანში დასრულდება. 

მეორე - ვეშვებით ენგურის ხეობის მიმართულებით, საიდანაც სოფელში დაბრუნება ისევ სკიტურით არის შესაძლებელი.  

ამ მარშრუტზე ასავლელი ვერტიკალი 800 მეტრია. 

რა უნდა გაითვალისწინო 

გამოცდილი გამყოლის დაქირავების გარდა, მნიშვნელოვანია, სრულყოფილი აღჭურვილობა გქონდეს: სპეციალური თხილამურები, საზვავო ჩანთა, გადამცემი, ნიჩაბი, ზონდი, სხვა საჭირო ნივთები. 

სკიტურებისთვის კარგი ფიზიკური მომზადებაა საჭირო. თუკი მარშრუტისთვის მზად არ ხარ, ადგილობრივი სპეციალისტები მოგამზადებენ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა