წყალტუბო ბალნეოლოგიური კურორტია, რომელიც ქუთაისიდან 7 კილომეტრში მდებარეობს და განსაკუთრებით ცნობილია თავისი თერმულ-რადონული მინერალური წყლის აბაზანებით. კამკამა, რბილი წყალი, რომლის საშუალო ტემპერატურა 35°C-ია, მთელ რიგ დაავადებებს კურნავს - საყრდენ-მამოძრავებელი, კანის, გულ-სისხლძარღვთა, რევმატულს, ენდოკრინულსა თუ გინეკოლოგიურს.
მართალია, ქალაქ წყალტუბოს სავიზიტო ბარათი სასწაულმოქმედი აბაზანებია, მაგრამ არანაკლებ გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვს იქაურ მიკროკლიმატს, რომელსაც კარსტული მღვიმეები და წიწვოვანი ტყეები ქმნის.
სასტუმრო „წყალტუბო პლაზა“ თანამედროვე, კეთილმოწყობილ გარემოს და მაღალი ხარისხის მომსახურებას დაგახვედრებს. ის ქალაქის ცენტრში მთავარ მოედანზე მდებარეობს და სულ რამდენიმე წუთის სავალზეა სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრიდან.
სასტუმროში დაგხვდება კომფორტული ღია აუზი, გემრიელი კერძები და სასიამოვნო გარემო. აქ მათთვისაც არის სივრცე, ვისაც წვეულების მოწყობა ან კონფერენციისა თუ სხვადასხვა სახის ბიზნეს ღონისძიების გამართვა სურს.