საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
KA
Park Resort Tskaltubo

“პარკ რეზორტ წყალტუბო”

იმერეთში, მომაჯადოებელი ბუნებით, დიდებული არქიტექტურითა და სამკურნალო წყლებით ცნობილ ქალაქ წყალტუბოში, 71 ჰექტარზე გადაჭიმულ პარკში მდებარეობს ბალნეოლოგიური კურორტი „პარკ რეზორტ წყალტუბო“ .
რეგიონი
იმერეთი
ქალაქი
წყალტუბო

სერვისები 

„პარკ რეზორტ წყალტუბო“ დასვენების, მკურნალობისა და გაჯანსაღებისთვის ყველა პირობას ქმნის. აქ შესაძლებელია სამკურნალო პროგრამების გავლა, სპა პროცედურების ჩატარება და სილამაზეზე ზრუნვა - და ეს ყველაფერი ბუნებასთან ახლოს, მშვიდ გარემოში.

Კურორტის სასტუმროს აქვს შშმ პირებისთვის ადაპტირებული და მათი კომფორტისთვის საგანგებოდ მოწყობილი ოთახები.

„პარკ რეზორტი“ მოიცავს მაღალი დონის სასტუმროს, ბალნეოლოგიურ ცენტრსა და ქართულ-ევროპულ რესტორანს, რომლის ისტორია XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, კაფე „მაგნოლიიდან“ იწყება. 

პროცედურები

ბალნეოლოგიური ცენტრი მრავალწლიანი სამეცნიერო-სამედიცინო გამოცდილებით სტუმრებს რამდენიმე მიმართულების პროცედურას სთავაზობს. ესენია: ბალნეოლოგია, ფიზიოთერაპია, გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო და კოსმეტოლოგიური პროცედურები.

წყალქვეშა მასაჟი, ცირკულარული შხაპი, მაგნიტოთერაპია, ტალახის თერაპია, ლიმფოდრენაჟის მასაჟი, ცხელი ქვების მასაჟი, ვინოთერაპია, პილინგი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც „პარკ რეზორტში“ შეგიძლია გამოცადო.

კურორტი რამდენიმედღიანი სამკურნალო პროგრამებითაც გამოირჩევა. მათ შორისაა: სკოლიოზის, ართრიტის სხვადასხვა ფორმის სამკურნალო თუ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის კურსები.

 

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა