KA

კახეთი ველოტური და ლაშქრობა ღვინის მარშრუტზე

თუ ველოტურით კახეთის მოვლას გადაწყვეტ, წინ შთამბეჭდავი თავგადასავალი და ულამაზესი სანახაობა გელოდება. აქ მოგზაურობისთვის იდეალური პერიოდი აპრილ-ოქტომბერია. დასაფარი გზის ხანგრძლივობა კი მარშრუტზეა დამოკიდებული.

თბილისი - სიღნაღი - დედოფლისწყაროს მარშრუტი

გზა თბილისიდან სიღნაღის მიმართულებით იწყება - ფერადი სახლებისა და ქვაფენილიანი ქუჩების ქალაქში. სიღნაღის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები აუცილებლად უნდა დაათვალიერო. მუზეუმთან ახლოს ღვინის რესტორნები „ხოხბის ცრემლები“ და “ოქროს ღვინო” მდებარეობს. სოფელ ნუკრიანში მარან „ჩერქეზას ზედაშესაც“ ნახავ, რომელიც საუკეთესო ბიოდინამიური საფერავით არის ცნობილი. 

დილიდან დედოფლისწყაროს სოფლების მოვლასაც შეძლებ, სადაც ბევრი პატარა საოჯახო ღვინის მარანი დაგხვდება. აქედან ისევ სიღნაღში დაბრუნდები და კენ გაეშურები, სადაც რამდენიმე ცნობილი მეღვინეობაა. 

გურჯაანი - თელავი - ალავერდის მარშრუტი

გურჯაანიდან თელავისკენ შუა გზაში სოფელ ვაზისუბანში, კახეთის ერთ-ერთ უნიკალურ მეღვინეობაში „ვაზისუბნის მამულები“ შეიარე; შემდეგი დიდი შთაბეჭდილება გელის სოფელ წინანდალში, ჭავჭავაძეების სასახლეში, რომელსაც ულამაზესი ბაღი, უძველესი მარანი და უნიკალური ენოთეკააქვს. ამ სასახლის პატრონმა, თავადმა  ალექსანდრე ჭავჭავაძემ ევროპიდან საქართველოში პირველმა შემოიტანა ღვინის დაყენების დასავლური ტექნოლოგია. 

წინანდლიდან თელავამდე სოფელ კისისხევს გაივლი, სადაც აუცილებლად უნდა დაგეგმო დაგუსტაცია “თელედაში”, “ტოგონიძის მარანში” ან „შუხმანის ღვინის კომპლექსში“.  

ბოლო პუნქტი თელავია - მრავალი ღირსშესანიშნაობით და საქართველოში შემორჩენილი  ერთადერთი სამეფო სასახლით. თელავში ღვინის გზაზე ბევრი დიდი და პატარა ღვინის მარანია, მათ შორის: “მარანი მილორაული”, “როსტომაანთ მარანი”, “მეღვინეობა რტონი”, „მოსმიერი“, „რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა“, “GWS” და სხვა.

თელავიდან 20 კმ-ში ულამაზესი ალავერდის მონასტერია. აქაც უნდა ახვიდე და მონასტრის ვენახები დაათვალიერო. შეგიძლია, ბერების  7 სახეობის ღვინოც დააგემოვნო და ისადილო.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა