„პარკ რეზორტ წყალტუბო“ დასვენების, მკურნალობისა და გაჯანსაღებისთვის ყველა პირობას ქმნის. აქ შესაძლებელია სამკურნალო პროგრამების გავლა, სპა პროცედურების ჩატარება და სილამაზეზე ზრუნვა - და ეს ყველაფერი ბუნებასთან ახლოს, მშვიდ გარემოში.
Კურორტის სასტუმროს აქვს შშმ პირებისთვის ადაპტირებული და მათი კომფორტისთვის საგანგებოდ მოწყობილი ოთახები.
„პარკ რეზორტი“ მოიცავს მაღალი დონის სასტუმროს, ბალნეოლოგიურ ცენტრსა და ქართულ-ევროპულ რესტორანს, რომლის ისტორია XX საუკუნის 50-იანი წლებიდან, კაფე „მაგნოლიიდან“ იწყება.
ბალნეოლოგიური ცენტრი მრავალწლიანი სამეცნიერო-სამედიცინო გამოცდილებით სტუმრებს რამდენიმე მიმართულების პროცედურას სთავაზობს. ესენია: ბალნეოლოგია, ფიზიოთერაპია, გამაჯანსაღებელი, სარელაქსაციო და კოსმეტოლოგიური პროცედურები.
წყალქვეშა მასაჟი, ცირკულარული შხაპი, მაგნიტოთერაპია, ტალახის თერაპია, ლიმფოდრენაჟის მასაჟი, ცხელი ქვების მასაჟი, ვინოთერაპია, პილინგი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც „პარკ რეზორტში“ შეგიძლია გამოცადო.
კურორტი რამდენიმედღიანი სამკურნალო პროგრამებითაც გამოირჩევა. მათ შორისაა: სკოლიოზის, ართრიტის სხვადასხვა ფორმის სამკურნალო თუ პოსტკოვიდური რეაბილიტაციის კურსები.