KA
ერთდღიანი ტური ბოლნისსა და დმანისში
ამ მარტივი, ერთდღიანი მარშრუტით, ბოლნისსა და ისტორიული თავგადასავლებით სავსე დმანისში მიდიხარ, სადაც განსაკუთრებით გამორჩეულ და მრავალფეროვან კულტურულ ძეგლებს იხილავ, ბუნებაში განტვირთვის შესაძლებლობაც გექნება და შენს თვალწინ პირველი ევროპელების ყოფა-ცხოვრების ამსახველი ექსპონატები გადაიშლება.
მანძილი
55კმ
დრო
6-8სთ
სირთულე
ადვილი
1ბოლნისის სიონი
ბოლნისის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, იგივე ბოლნისის სიონი, ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებაში.
2დმანისი - პირველი ევრაზიელების სამშობლო
თბილისიდან 85 კილომეტრის დაშორებით მდებარე დმანისი მსოფლიოს ცნობილი არქეოლოგების ყურადღების ცენტრშია. სწორედ აქ აღმოაჩინეს ზეზვა და მზია – პირველი ევრაზიელი ადამიანები, უფრო სწორად - ჰომინინები. ეს აღმოჩენა 1991 წელს გაკეთდა და უკვე 2000 წელს ჟურნალმა Science-მა დმანისელი ადამიანები (Homo georgicus) მსოფლიო მეცნიერებაში მომხდარ 10 ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას შორის დაასახელა.
3წუღრუღაშენის ეკლესია
მსუბუქი, ჰაეროვანი, ზეცისკენ ატყორცნილი ფერადი ტაძარი ირგვლივ გამეფებული სიმშვიდით ყოველთვის წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს - მიუხედავად იმისა, პირველად უყურებ მას თუ აქ არაერთხელ ხარ ნამყოფი. ეს წუღრუღაშენია - ქვემო ქართლში, მდინარე ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ბოლნისთან შემაღლებულზე მდგარი ულამაზესი ქართული ტაძარი.
4ბოლნისი
ბოლნისი დღეს საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო რეგიონია. აქ ისეთი ჰავა და ნიადაგია, მოსახლეობას წელიწადში სამი მოსავალი მოჰყავს, მაგრამ ბოლნისში ჩასულს ადგილობრივი მასპინძელი, პირველ რიგში, გერმანულ სახლებს დაგათვალიერებინებს.
5დმანისი
დმანისში დროში იმოგზაურებ - აქ 1,8 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ადამიანების, გამყინვარების ეპოქის ხმალკბილა ვეფხვების და, უხსოვარი დროის საცხოვრებელი ქვაბულების გარემოში აღმოჩნდები; მიწაში ოქროს საგანძურია ნაპოვნი, მიწის ზემოთ კი დიდებული არქიტექტურული ძეგლებია შემორჩენილი.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა