KA
რუსთაველის გამზირის არქიტექტურული ტური
თუ ხელოვნება გიტაცებს, მაშინ რუსთაველის გამზირის არქიტექტურული ტური აუცილებლად უნდა დაგეგმო, რადგან მის ფარგლებში თბილისის კონსერვატორიას, ქაშუეთის ეკლესიას და ოპერისა და ბალეტის თეატრს მოივლი, ასევე რამდენიმე გასაოცარ მუზეუმს ესტუმრები და მთაწმინდის ვიწრო ქუჩებითაც დატკბები.
მანძილი
3კმ
დრო
2-4სთ
სირთულე
ადვილი
1ნახატების ეროვნული გალერეა
ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, იაკობ ნიკოლაძის, ლადო გუდიაშვილის ნამუშევრები, XX საუკუნისა და თანამედროვე კლასიკური ქართული ფერწერისა და ქანდაკების, მთლიანობაში, 30 ათასი ექსპონატი - ასეთია ფონდი, რომელიც ნახატების ეროვნულ გალერეას ეკუთვნის.
2რუსთაველის დრამატული თეატრი თბილისში
გინახავს შექსპირის „რიჩარდ მესამე“ ან ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“ ქართველების შესრულებით? მაგალითად, ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე? ქართველი რეჟისორის რობერტ სტურუას ეს შედევრები, როგორც მათ თეატრმცოდნეები უწოდებენ, თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე დაიდგა.
3ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი
მისი 30-მეტრიანი სტელა, სახელწოდებით - „გლოვის ცრემლი“, აშშ-ში, თავისუფლების ქანდაკების მოპირდაპირედ, მდინარე ჰადსონის (Hudson River)სანაპიროზე დგას. ნამუშევარი, რომელიც 175 ტონას იწონის, ავტორმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთ მიუძღვნა. ამერიკის გარდა, მის მასშტაბურ კომპოზიციებს შეხვდები ინგლისში, ესპანეთში, საფრანგეთში, იაპონიასა და რუსეთში - ეს ზურაბ წერეთელია, ადამიანი, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა იცოდე.
4თბილისის კონსერვატორია
თბილისში, რუსთაველის გამზირიდან მიტროფანე ლაღიძის პატარა ქუჩას რომ აუყვები, აღმართის დასასრულს ეკლექტური სტილის ნაგებობას დაინახავ - ეს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაა.
5ქაშვეთის ეკლესია
თბილისი მრავალფეროვანი ქალაქია, სადაც თანამედროვე შენობების გვერდით უძველეს ხუროთმოძღვრების ძეგლებს შეხვდები. სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ნაგებობაა რუსთაველის გამზირზე არსებული ქაშვეთის ეკლესია, რომელსაც საინტერესო ლეგენდა, არქიტექტურა და მოხატულობა აქვს.
6საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი
საქართველოში ქართული კულტურის გაცნობას არაერთ ადგილას შეძლებ, თუმცა საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია.
7სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმი
8თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, ფსევდო მავრიტანული არქიტექტურის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, ქალაქ თბილისის მთავარ ქუჩაზე - რუსთაველის გამზირზე მდებარეობს. შენობა გერმანელი არქიტექტორის, ვიქტორ შრეტერის მიერ არის (Viktor Johann Gottlieb Schröter) დაპროექტებული.
9თბილისი
ეს ქალაქი პოლიფონიურ მუსიკას ჰგავს, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს - მას თავად უნდა მოუსმინო, მისი ჰარმონიულობა შეაფასო, ინტელექტუალიზმი იგრძნო და საკუთარი ემოცია აღმოაჩინო. თბილისი ევროპის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქია და ის 15 საუკუნეა, რაც ქვეყნის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრია. ამ საქმიანი და მკაცრი სტატუსის მიღმა აქ ისეთი ატმოსფეროა, ერთხელ თუ გაიცნობ, უკან დაბრუნების სურვილი ბევრჯერ გაგიჩნდება.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა