თბილისიდან სოფელ ნატახტრისკენ უნდა აიღოთ გეზი. სოფელ ნატახტრიდან კი მარშრუტი ჩრდილოეთით, საქართველოს სამხედრო გზაზე გრძელდება. გზად ნახავთ ჟინვალის წყალსაცავს და XVI-XVII საუკუნეების ანანურის ციხესიმაგრეს.
სოფელ ქვემო მლეთიდან იწყება ასვლა ჯვრის უღელტეხილზე (2385მ), რომელიც „National Geographic Society“-ის მიერ ევროპა აზიის საზღვრადაა მიჩნეული.
გზად გაივლით სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურს.
ღამისთევა სტეფანწმინდაში, სადაც მდებარეობს როგორც მაღალი კლასის, ისე საოჯახო ტიპის სასტუმროები.
სტეფანწმინდიდან ჩრდილოეთით საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ უნდა აიღოთ გეზი, მიუყვებით დარიალის ხეობას.
სოფელ გველეთთან მოინახულებთ გველეთის ულამაზეს ჩანჩქერს.
შემდეგ სოფელ გერგეტისკენ გააგრძელეთ გზას და გერგეტის წმინდა სამების ტაძართან ახვალთ
ღამისთევა კვლავ სტეფანწმინდაში.
სტეფანწმინდიდან სნოს ხეობის სოფლებს მოივლით: სოფელ აჩხოტს და სოფელ სნოს. Ამ გზიდან ადიხარ სოფელ ჯუთაში (2000მ ზღვის დონიდან).
მთებში ჩაფლულ ამ სოფელში ძველის წეს-ჩვეულებების დიდი ნაწილი დღემდეა შემორჩენილი.
ჯუთიდან ცენტრალურ მაგისტრალზე დაბრუნდებით და გაემართებით სამხრეთით, სოფელ კობისკენ, საიდანაც თრუსოს ხეობაში შეხვალთ. ეს გზა მიუყვება მდინარე თერგს. ნახავთ ნასოფლარებს, მინერალური წყლებიდან გამოლექილ ტრავერიტინებს, უძირო ტბას, ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს.
აქედან ღამისთევისთვის კვლავ სტეფანწმინდაში დაბრუნდებით.
სტეფანწმინდიდან ეწვიეთ სნოს ხეობას, აჩხოთსა და სნოს სოფლებს. სნოში გაჩერდით ადგილობრივი მოქანდაკის მიერ შესრულებულ ქართველ მწერალთა ძეგლებთან. Ძალიან შთამბეჭდავი ადგილია!
იქიდან ადით სოფელ ჯუთაში, 2000 მეტრზე ზღვის დონიდან. სოფლიდან იარეთ 1 კმ აღმართზე და დატკბით თქვენს წინაშე გახსნილი ჭიუხის მთის შესანიშნავი ხედით. ეს მწვერვალი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ცნობადია საქართველოში.
შეგიძლიათ ჭიუხის ძირთან ახლოს მდებარე პატარა ტბისკენ გასეირნება, იქ დაისვენოთ, შემდეგ კი დაბრუნდეთ სოფელთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ კაფეში, დაისვენოთ და ისიამოვნეთ მცენარეული ჩაით, ლუდით ან ღვინით.
თუ ამას საკმარისად სწრაფად გააკეთებთ, მოასწრებთ კიდევ ერთი ლამაზი ადგილის მონახულებას. დაბრუნდეთ ცენტრალურ გზატკეცილზე და გაემართოთ სოფელ კობისკენ, სადაც შეხვალთ თრუსოს ხეობაში. ეს გზა მიუყვება მდინარე თერგს.
თრუსოს ხეობაში შეგიძლიათ ნახოთ ზაკაგორის ციხე, მინერალური წყლებიდან ნალექი ტრავერტინები, უძირო მინერალური ტბა და, რა თქმა უნდა, უფრო მეტი მშვენიერი მთიანი პეიზაჟები.
აქედან ღამისთევისთვის კვლავ სტეფანწმინდაში დაბრუნდებით. თუ ჯუთაში თავს ნამდვილად მოდუნებულად იგრძენით და ბევრი დრო მანდ გაატარეთ, არ ინერვიულოთ: თრუსოს მონახულება შეგიძლიათ შემდეგი დილით თბილისში წასვლამდე.
მეოთხე დღეს გამომგზავრება თბილისისკენ.
ამ მარშრუტზე მოგზაურობისთვის საუკეთესო სეზონია მაისი-ოქტომბერი.
ავტომობილი უნდა იყოს suv ან cross ტიპის, შესაბამისი აღჭურვილობით.
რელიეფიდან გამომდინარე, რეკომენდებულია A/T ან M/T საბურავი.
თან უნდა იქონიოთ GPS ნავიგატორი.
საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს, ნომერზე 112.