X-XI საუკუნეების ტაძარს თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირებულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. მის.: ბაგრატის ქუჩა N 25
ტაძარი ქ. ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მე-11 კმ-ზე მდებარეობს. 1125 წელს აგებული სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ამჟამად იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეტანილი, შუასაუკუნეების უმნიშვნელოვანეს რელიგიურ, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. სწორედ, ამ ტაძარშია დასვენებული მეფე დავით აღმაშენებელი. მის.: სოფ. გელათი
ტაძარი ქ. ქუთაისიდან 6 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. სამონასტრო ანსამბლი VIII საუკუნეში არგეთის მთავრების წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინე მხეიძეების მიერ არის აგებული. მათი წმინდა ნაწილები დღემდე ტაძარშია შემონახული და არსებობს თქმულება, რომ თუკი ამ სიწმინდეების ქვეშ გაძვრები ჩათქმული სურვილი აუცილებლად აგისრულდება. მის.: სოფ. მოწამეთა
მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატია დაცული. მათ შორის ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები ძვ.წ. VII - IX სს-დან გვიან შუასაუკუნეების ჩათვლით. მის.: პუშკინის ქ. N 12
ქ. ქუთაისის ისტორიული ნაწილი - სამეფო უბანი მოიცავს თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიას, ცისფერყანწელთა, წმინდა ნინოს, წერეთლისა და პუშკინის ქუჩებს.
მუზეუმი მდებარეობს ვანის ანტიკური ნაქალაქარის მიდამოებში და მასში დაცული სტაციონ-არული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს.-დან I ს.-ის ჩათვლით. აქ წარმოდგენილია ბრინჯაოს ქანდაკებები და მათი ცალკეული ფრაგმენტები; ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ. მის.: ლორთქიფანიძის ქ. N 22, ქ. ვანი
სათაფლიის ნაკრძალი ქ. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით, 6 კმ-ს დაშორებით მდებარეობს. ნაკრძალში დაცულია შესანიშნავი ტყე, რომელიც ხუთას ჰექტარს მოიცავს. ტერიტორიაზე შესაძლებელია დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის მონახულება; კარსტული მღვიმის დათვალიერება; შუშის პანორამულ გადასახედზე გასვლა და სხვა საინტერესო-სათავგადასავლო აქტივობების განხორციელება. მის.: სოფ. ბანოჯა
პრომეთეს კარსტული მღვიმე ქ. ქუთაისიდან 40 კმ-ს დაშორებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მღვიმეში მრავლად არის წარმოდგენილი სტალაქდიტები, სტალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა. ვიზიტორს ამ ულამაზესი ადგილს დათვალიერება შეუძლია როგორც ფეხით, ასევე ნავის საშუალებით.
კირქვის სვეტისებრი 40 მეტრიანი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სვეტის თავზე შემორჩენილია ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები, მარანი და გალავანი. მის.: სოფ. კაცხი
ბუნების ეს ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ოკაცეს ხეობაში მდებარეობს. კანიონის სიგრძე 14 კმ-ა, სიგანე 3-20 მ-ის, ხოლო სიღრმე 20-100 მ.-ის შუალედში მერყეობს. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითა და ბზითაა დაფარული.მის. სოფ. გორდი