იმ შემთხვევაში, თუ დაუსრულებელი მოსახვევების და სიმაღლის/წნევის მკვეთრი ცვლილებების არ გეშინიათ, კახეთში აუცილებლად გომბორის გზით უნდა წახვიდეთ. უღელტეხილის პიკი 1620 მ-ა ზღვის დონიდან.
გომბორის გზა წელიწადის ყველა სეზონზე ლამაზია. პატარა იდილიური სოფლები, ხედები ალაზნის ველზე და კავკასიონის მთებზე, ცხვრის ფარები, პანორამული ხედები, უძველესი ტყეები, ყვავილებიანი მდელოები, ღრუბლების ზღვა - ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ამ გზაზე შეიძლება ნახოთ.