KA
Vano Sarajishvili House-Museum

ვანო სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმი

თანამედროვენი მას საქართველოში „საქართველოს ბულბულს“ უწოდებდნენ, იტალიაში - საუკეთესო ბელკანტოს, სპეციალისტები კი ქართული პროფესიული ვოკალის ფუძემდებლად მიიჩნევენ. ფენომენალური მუსიკოსი, ერთ-ერთი პირველი ქართველი პროფესიონალი საოპერო მომღერალი, ტენორი ვანო სარაჯიშვილი კახეთში, ქალაქ სიღნაღში, 1879 წელს დაიბადა და მისი მუზეუმიც ამ ქალაქში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
სიღნაღი

ვანო სარაჯიშვილისა და მისი სახლ-მუზეუმის ისტორია

სარაჯიშვილის რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო. ის თანაბარი ოსტატობით ასრულებდა რომანსებს, ხალხურ სიმღერებს, საეკლესიო საგალობლებსა და საოპერო  არიებს. წარმატებით გამოდიოდა მილანის ლა-სკალას და პეტერბურგისა სცენებზე. მეცადინეობდა მილანის კონსერვატორიაში. პარტნიორობას უწევდა ცნობილ იტალიელ მომღერლებს - ტიტა რუფოსა და ევგენი ჯირალდონის; ლა-სკალაში მოპოვებული წარმატების შემდეგ პარმაში, ტრიესტსა და ნიცაში მიიწვიეს. მისი კარიერა ევროპის დიდ სცენებზე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ვანო სარაჯიშვილი სამშობლოს გარეთ დიდხანს ვერ ჩერდებოდა. 1917 წელს საქართველოში დაბრუნდა და სამუდამოდ დარჩა თბილისის საოპერო თეატრში.
ის 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია ოპერის თეატრის ბაღში.
ვანო სარაჯიშვილის სახელობისაა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

ჩვენამდე რამდენიმე გრამფირფიტამ მოაღწია სარაჯიშვილის უნიკალური ხმით, რომელსაც მუზეუმშივე მოუსმენ. მისი ხმის ფონზე კი საქართველოსა და იტალიაში, ლა-სკალას თეატრში მოღვაწეობის ამსახველ ფოტომასალას, სპექტაკლების კოსტიუმებსა და მუსიკოსის პირად ნივთებს დაათვალიერებ.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა