სიღნაღი არის საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ქალაქი, რომელიც კახეთის რეგიონში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს. ქალაქის ცენტრის სიმაღლე ზღვის დონიდან 836 მეტრია.
სიღნაღის ზიპლაინი ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, საწყისი წერტილი ზღვის დონიდან 860 მ-ზეა. ხაზის სიგრძეა 400 მ; დაშვებას 50-60 წამი სჭირდება.
სიღნაღის ზიპლაინი მთელი წლის განმავლობაში ფუნქციონირებს.
სიღნაღის ზიპლაინი მოწყობილია თანამედროვე სტანდარტების აღჭურვილობითა და უსაფრთხო სისტემებით. ადგილზე მუშაობენ გამოცდილი ინსტრუქტორები.
არ უნდა გქონდეს სიმაღლის შიში, რათა მაქსიმალური სიამოვნება მიიღო. სხეულის წონა უნდა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 130 კგ.