ასაფრენი წერტილის სიმაღლე 444 მ-ია და ქალაქში რესტორან „ქიზიყის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. საფრენი სიმაღლე - 1000 მეტრამდე. დასაჯდომი წერტილი სოფელ მაშნაარის მიმდებარედ, სამანქანო გზის მახლობლად ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზეა.
სიღნაღში ფრენა წლის ოთხივე სეზონზეა შესაძლებელი.
ვის შეუძლია ფრენა?
ფრენა შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან ადამიანს, ვისი სხეულის წონაც მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 220 კილოგრამია.
აღნიშნულ ლოკაციაზე პარაგლაიდინგი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით.
ტანდემ პილოტთან ერთად ფრენა არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას, ვინაიდან ფრენამდე 10 წუთით ადრე პილოტი ჩაგიტარებს სრულ ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით. ფრენისას, ისევე როგორც პილოტს, მგზავრსაც აუცილებლად ახურავს ჩაფხუტი, ასევე სასურველია მზის სათვალე.
ზაფხულში მსუბუქი მოსაცმელი საკმარისია, ხოლო შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი, რათა სრული სიამოვნება მიიღო ფრენის განმავლობაში. შესაფერისი ტანსაცმლის არქონის შემთხვევაში პილოტები იზრუნებენ შენს ჩაცმულობაზე. რაც შეეხება ფეხსაცმელს, აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სტილის სპორტული ფეხსაცმელი.
მაქსიმალური სიამოვნება და უსაფრთხოება
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით. ფრენის დაწყებამდე პილოტი გეკითხება, რა სტილის ფრენა გსურს - წყნარი თუ რამდენიმე აკროილეთით დატვირთული.
თუკი გსურს, ეს დაუვიწყარი წუთები სამუდამოდ დარჩეს შენთან, შეგიძლია მთელი ფრენა GoPro კამერით გადაიღო, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ. ერთადერთი, რაც მგზავრს ევალება ფრენის განმავლობაში, ეს ხედებით ტკბობა და მაქსიმალური სიამოვნების მიღებაა. ფრენის დაჯავშნა შეგიძლია საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციასთან, ასევე კახეთში არსებულ კლუბთან „როტორ პარაგლაიდინგთან“.
პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით. ფრენის დაწყებამდე პილოტი გეკითხება, რა სტილის ფრენა გსურს - წყნარი თუ რამდენიმე აკროილეთით დატვირთული.