KA

რანჩო სიღნაღში

ტურისტული კომპლექსი Lost Ridge Inn, Brewery & Ranch კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში მდებარეობს.
რეგიონი
კახეთი
ქალაქი
სიღნაღი

საცხენოსნო ტურები

ამ რანჩოს მასპინძლები ცხენოსნობის მოყვარულებს სთავაზობენ როგორც რამდენიმესაათიან, ასევე ერთკვირიან საცხენოსნო ტურებს. ტურში შედის ვიზიტები სოფლებში, ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათი კულტურისა და ტრადიციების გაცნობა და სხვა.

დიდ შთაბეჭდილებას მიიღებ სათავგადასავლო-საცხენოსნო ტურებისგან, რომლებითაც მოივლი ვაშლოვანის,  ლაგოდეხის და ჭაჭუნის დაცულ ტერიტორიესბს.

ტურისტული კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს საცხენოსნო სკოლა და პატარა იპოდრომი. 

სასტუმრო

რანჩოს აქვს საკუთარი სასტუმრო ყველანაირი კომფორტითა და საოჯახო ნომრებით, ბიომეურნეობა, კვების ობიექტი, რომელიც სტუმრებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს სთავაზობს  და ლუდსახარში.

რანჩოზე, საცხენოსნო მარშრუტების გარდა, შემოგთავაზებენ საფეხმავლო ტურებს სიღნაღის მუზეუმში, ბოდბის მონასტერში, ვაზის ჯიშების სანერგე მეურნეობაში, სადაც შესაძლებელია 416 სახეობის ვაზის ჯიშის ნახვა და უიშვიათესი ღვინოების დაგემოვნება.

რანჩომდე მისასვლელი გზა

საორიენტაციოდ გამოგადგება ქალაქ სიღნაღში ბოდბის მონასტერი - მონასტრიდან Lost Ridge Inn, Brewery & Ranch 1,9 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. 

ცხენოსნობისთვის რეკომენდებული სეზონი

რანჩო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა