KA
კანიონების ერთდღიანი ტური
აღმოაჩინე დასავლეთ საქართველოს გეოგრაფიული და ბიოლოგიური მრავალფეროვნება, მოიარე ულამაზესი ოკაცესა და მარტვილის კანიონი და იხილე ძირძველი კულტურის მშვენიერი დანატოვარი - მარტვილის მონასტერი. ტურის ფარგლებში ასევე შეხვდები სახლინოს რეზიდენციას და საუკეთესო შთაბეჭდილებებით აივსები.
მანძილი
100კმ
დრო
8-12სთ
სირთულე
საშუალო
1მარტვილის მონასტერი
ქალაქ მარტვილში აუცილებლად თვალში მოგხვდება მთის თხემზე აგებული დიდი სამონასტრო კომპლექსი - ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. ამ ადგილამდე ქალაქის ცენტრიდან სამანქანო გზაც ადის და საბაგიროც, რომელიც სამ წუთში აგიყვანს. მონასტერი VII საუკუნეშია აშენებული და დღევანდელი სახე საუკუნეების განმავლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგია.
2დადიანების სალხინოს სასახლე
მარტვილში, სოფელ სალხინოში აშენებული სასახლე წარსულში დადიანების საზაფხულო რეზიდენცია იყო. სასახლისკენ საუკუნოვან ხეებს შორის მიმავალ ქვაფენილზევე იგრძნობ XIX საუკუნის ქართველი არისტოკრატების, საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახთან დანათესავებული თავადი დადიანების მთელ დიდებულებას.
3კინჩხის (ოკაცეს) ჩანჩქერი - ხონის ბუნებრივი ძეგლი
გსმენია კინჩხის ჩანჩქერის შესახებ? მას ოკაცეს ჩანჩქერსაც უწოდებენ. თუ არ გსმენია, იცოდე, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩანჩქერია საქართველოში.
4მარტვილის კანიონი
სამეგრელოს ერთხელ მაინც თუ ეწვევი, აქ მიღებული გამოცდილება არასოდეს დაგავიწყდება. მარტვილის კანიონი სწორედ სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
5დათვის ტბა - ბუნების ძეგლი ოკაცეს კანიონში
თუ სათავგადასავლო ტურები გხიბლავს, დათვის ტბას აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან აქაური ველური ბუნება და კანიონების გამაოგნებელი სილამაზე შენს დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა.
6ოკაცეს კანიონი
მსოფლიოს ცნობილი კანიონებისგან საქართველოს კანიონებს, უპირველეს ყოვლისა, ფერები განასხვავებს. მწვანედ შეფერილი აქ არა მხოლოდ მდინარეები, არამედ ტბები და მთებიც დაგხვდება.
7ზიპლაინი მარტვილის კანიონში
მარტვილის კანიონი მდებარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე, მდინარე აბაშის ხეობაში. კანიონის სიგრძე 2400 მეტრია, აქ გვხვდება საფეხმავლო ბილიკები ეგზოტიკურ ბუნებაში, ჩანჩქერები, მდინარეები, ტბები და კლდეები. შეგიძლია ნავით გაისეირნო მდინარე აბაშაზე, 300-მეტრიან მონაკვეთზე და ასევე სხვადასხვა გასართობი და ექსტრემალური თავგადასავალი გამოცადო.
8ქუთაისი
ქუთაისი ქრისტეს შობამდე 1400 წლით ადრე დაარსდა და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. იგი საოცარი იუმორის, სითბოსა და სიყვარულის ადგილია. ამას ამბობს ყველა, ვისაც აქ ერთხელ მაინც უმოგზაურია.
9მარტვილი
მარტვილი პატარა ქალაქია, რომელიც დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. ეს ადგილი დიდი კულტურის კერაა, რასაც ორი სხვადასხვა ხასიათის ფაქტი მოწმობს: 1)ჭყონდიდის მონასტერში აღიზარდა საქართველოს ყველაზე ცნობილი, რეფორმატორი მეფე დავით აღმაშენებელი; 2) 1873 წელს პირველად აქ დაიდგა შექსპირის პიესა „ვენეციელი ვაჭარი“. ისტორია დუმს იმის შესახებ, სპექტაკლი ინგლისურ ენაზე იყო თუ ქართულად, მაგრამ თავად ეს გაურკვევლობაც კი აჩვენებს, რომ ევროპა მაშინაც არ იყო შორს.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა