KA
ერთდღიანი ტური კახეთში
ულამაზესი ქვეყნის ულამაზეს კუთხეში - კახეთში, მრავალი საუცხოო სანახაობა გელოდება, მათ შორის გამორჩეული ქართული ღირშესანიშნაობა - დავითგარეჯი, უდიდესი ისტორიის მქონე სოფელი - ბოდბე და ტურისტების რჩეული, წარსულისა და თანამედროვეობის სინთეზის ულამაზესი მაგალითი, სიყვარულის ქალაქი - სიღნაღი.
მანძილი
110კმ
დრო
8-12სთ
სირთულე
ადვილი
1დავითგარეჯა
უდაბნოს მკაცრი სილამაზე, შიშველ კლდეებში გამოკვეთილი მღვიმეები - National Geographic-ის მიერ მსოფლიოს 17 ყველაზე ველურ და ლამაზ ადგილს შორის  დასახელებული დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ეს უნიკალური, ქართული ქრისტიანობის ძეგლი კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თბილისიდან დაახლოებით 70 კმ-ში მდებარეობს. 
2სიღნაღის მუზეუმი
თუ ეთნოგრაფიით ხარ გატაცებული და ქართველური ტომების ყოფა-ცხოვრება, ტრადიციები და კულტურა გაინტერესებს, კახეთში, სიღნაღის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას - ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს უნდა ესტუმრო.
3სიღნაღის ციხე-გალავანი
ეს მონოლითური ციხე-გალავანი, რომელიც კახეთში ქალაქ სიღნაღს აკრავს გარს, 1762 წელს ქართლ-კახეთის მეფემ ერეკლე II-მ ააშენა. გალავანს საუკუნეების განმავლობაში არა მარტო სიღნაღის, არამედ მთელი კახეთისთვის უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო თავისი მასშტაბებით ერთ-ერთი უდიდესია ევროპასა და ამიერკავკასიაში.
4ზიპლაინი სიღნაღში
თუ გსურს, ისტორიული ქალაქის, ალაზნის ველისა და კავკასიონის ხედებით ჩიტის ფრენის სიმაღლიდან დატკბე, სიღნაღის ზიპლაინით უნდა დაეშვა.
5პარაგლაიდინგი სიღნაღში
სიღნაღი ისტორიული ქალაქია, რომელიც კახეთის რეგიონში, გომბორის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 840 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ქალაქში განვითარებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა. სიღნაღის ცენტრამდე თბილისიდან მანძილი 120 კმ-ია.
6სიღნაღი
სადაც არ უნდა იყო, როდესაც გიყვარს, სამყარო კიდევ უფრო ნათელი და მღელვარე ფერებით იმოსება. თუმცა სიყვარულსაც სჭირდება თავისი ქალაქი, ადგილი, სადაც არა მხოლოდ ერთმანეთზე შეყვარებული წყვილები, არამედ ბუნებაზე, ქვაფენილიან ქუჩებში სეირნობაზე, დიდებულ ისტორიაზე, ღვინოზე, ფოტოგრაფიაზე და უბრალოდ ღიმილიან სახეებზე შეყვარებული ადამიანები დადიან. სწორედ ასეთი ადგილია სიღნაღი, კახეთის პატარა ქალაქი, რომელსაც ერთხელ თუ ესტუმრები, მართლაც რომ სიყვარული გეწვევა და შეუძლებელია, აქაურობა ოდესმე დაივიწყო.
7ბოდბე
ბოდბე, რომელიც სოფლების - ზემო ბოდბისა და ქვემო ბოდბის გავრცელებული სახელწოდებაა, კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. როდესაც სიღნაღიდან ბოდბისკენ წახვალ, გზად პირველი ბოდბის მონასტერი შეგხვდება.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა