4მეიდნის ბაზარი
მეიდანი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ცოცხლდება შორეული წარსული, თავისი მომხიბვლელობითა და ეგზოტიკურობით. თბილისის ეს უძველესი უბანი უხსოვარი დროიდან მთავარი ბაზრით იყო ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. რას არ ნახავდით აქ: სავაჭრო ქარავნებს აღმოსავლეთიდან თუ ხელოსნებისა და ოქრომჭედლების სახელოსნოებს.
„საასპარეზო მოედანი ერთდროულად საკრებულოც იყო და ბაზარიც, მსოფლიოს არცერთ კუთხეში არ მოიძებნება იმდენი სხვადასხვა ჯურის უცხოელი, რამდენიც აქ... თქვენ შეხვდებით სომხებს, ბერძნებს, ებრაელებს, სპარსელებს, ინდოელებს, თათრებს, მოსკოვიტებსა და ევროპელებს“, - წერდა მეიდნის შესახებ ფრანგი იუველირი, ძვირფასი ქვებით მოვაჭრე და მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში 1672-1673 წლებში იმყოფებოდა.