KA
ორდღიანი ტური სვანეთში
თუ დაუვიწყარ თავგადასავალს ეძებ და ლეგენდებით სავსე მხარეებში მოგზაურობაც გიზიდავს, მაშინ სვანეთს უნდა ეწვიო და საქართველოს უმაღლესი მწვერვალი, ულამაზესი ბუნება, ხელუხლებელი ტყეები, კლდეებთან ჰარმონიულად შერწყმული კოშკოვანი სოფლები და მედიდურად აღმართული მთები უნდა მოინახულო.
მანძილი
55კმ
დრო
24-30სთ
სირთულე
რთული
1მარგიანის სახლ-მუზეუმი
სვანეთში ბევრი რამ არის სანახავი, ხეობებში მოღრიალე მდინარეებით დაწყებული და არისტოკრატულად მდგარი მთებით დამთავრებული, თუმცა გამონაკლისი მაინც არსებობს და ეს სვანური კოშკია. ამ 4-5-სართულიან ნაგებობებს სვანები როგორც საცხოვრებლად, ისე მტრისგან თავდასაცავად იყენებდნენ.
2სიყვარულის კოშკი სვანეთში
მესტიიდან ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებამდე, უშგულამდე მიმავალ გზაზე, მდინარე ენგურში, უზარმაზარ ლოდზე „სიყვარულის კოშკი“ დგას. თუ სურვილი გექნება, მის დასათვალიერებლად გზიდან გადახვევაც არ დაგჭირდება.
3ლამარია - უშგულის ღვთისმშობლის ტაძარი
უშგული თავისი ისტორიით, კულტურული თავისებურებებით, უნიკალური არქიტექტურითა და ულამაზესი ბუნებით საოცრად მომნუსხველი ადგილია. სწორედ ამ მხარეში, სოფელ ჟიბიანის ჩრდილოეთით, ამაღლებულ ბორცვზე სვანეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღირსშესანიშნაობა - ლამარიას, იგივე უშგულის, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დგას. იგი, ისტორიული და არქიტექტურული თვალსაზრისით, ერთ-ერთი გამორჩეული ხუროთმოძღვრული ძეგლია საქართველოში.
4ლაგურკა
სვანეთი საოცრებების მხარეა, რადგან ის არა მხოლოდ უძველესი კულტურული ნაგებობებითაა გამორჩეული, არამედ აქაური ხუროთმოძღვრების ძეგლები უნიკალურ ისტორიებსა და საიდუმლოებებით შემკულ ლეგენდებს აცოცხლებს. ერთ-ერთი ასეთი გასაოცარი ტაძარია ლაგურკა - წმინდა კვირიკესა და წმინდა ივლიტას სახელობის ეკლესია, რომელიც კალას თემის სოფელ ხეში, მთის წვერზე დგას. მას უამრავი ლეგენდა და ჩვეულება უკავშირდება.
5სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი
სვანეთი საქართველოს ყველაზე მაღალმთიანი მხარეა და აქ უამრავ საინტერესო თავგადასავალს გადააწყდები. სვანეთში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა მთიან რეგიონებში, ერთმანეთს ერწყმის წარმართული და ქრისტიანული რიტუალები, წეს-ჩვეულებები, რაც ახალ, თვითმყოფად სახეს იღებს და განსაკუთრებით ტურისტებსა და მოგზაურებს იზიდავს. ამ მხარეში რომ იმოგზაურებ, სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმს აუცილებლად უნდა ესტუმრო, რადგან ეს ადგილი შენ წინ სვანეთის უდიდეს ისტორიას გააცოცხლებს.
6უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი
მესტიის მუნიციპალიტეტში, უშგულში, მე-13 საუკუნის სვანური ტიპის ორსართულიანი კირწყლით ნაშენ შენობაში, რომელსაც  „მაჩუბ დარბაზს“ უწოდებენ, ძველი სვანეთის ჩვეულება და ტრადიციები ცოცხლდება - აქ ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული. 
7მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
1969 წელს თურქესტანის ქედის 4960 მეტრ სიმაღლის მწვერვალს მისი სახელი ეწოდა. მისი სახელი უწოდეს 1978 წელს მზის სისტემაში აღმოჩენილ ასტეროიდსაც, ნომრით 3234. ,,ალპინიზმის ლეგენდა, მთის დამპყრობელი, კლდის ვეფხვი“ - ასე მოიხსენიებენ მიხეილ ხერგიანს - ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება მწვერვალების დაპყრობას მიუძღვნა.
8უშგული
როდესაც სვანეთში მოხვდები, საოცარი ხედების ფოტოებზე აღბეჭდვას „ენგურჰესიდან“ დაიწყებ, რომელიც მონუმენტური კაშხალია და მოგზაურებში ერთ-ერთი საკმაოდ პოპულარული ადგილი, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეს უშგულის მონახულებაც. კლდეებს შორის მოქცეული, ზამთარში თეთრ საბურველში გახვეული, ზაფხულში კი მწვანე ველებითა და სვანური კოშკებით შემკული უშგული წარმოუდგენლად ლამაზია.
9მესტია
თუ მესტიაში ერთხელ მაინც იმოგზაურებ, აქაური ბუნება და გასაოცარი ლანდშაფტები საოცარი შთაბეჭდილებებით აგავსებს.
ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა