KA

Wake Park გუდაურში

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური ზაფხულშიც მიმზიდველი ადგილია კემპინგის, სამთო და ექსტრემალური სპორტის მოყვარულებისთვის.
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
გუდაური

რა დაგხვდებათ? 

white rabbit parks-ის სავიზიტო ბარათია ვეიქ პარკი - იგივე წყალსათხილამურო პარკი, რომელიც გუდაურში, ზღვის დონიდან 2700 მეტრზეა მოწყობილი და ის მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ამ ტიპის პარკია.

ბანაკში შეგიძლიათ კარვით ასვლა და დარჩენა. Აქ ასევე ბევრი გასართობია: მოწყობილია  სამთო ველოტრასა, სკეიტბორდის მოედანი, სპეციალური სივრცეები ხელბურთის, პინგ-პონგის, ფრიზბის სათამაშოდ, იოგასა და დასვენებისთვის. Შეგიძლიათ, საბაგიროთიც ისარგებლოთ და ულამაზესი ბუნება სიმაღლიდან დაათვალიერონ. 

ზამთარში კი white rabbit parks თხილამურების, ფრისკისა და სხვა ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს მასპინძლობს. დეკემბერ-მარტში აქ ბევრი აქტივობა გელით. 

როდის არის ბანაკის სეზონი?

white rabbit parks-ი წელიწადის ორ სეზონზე ელოდება სტუმრებს – ზაფხულში (ივნისი, ოქტომბერი) და ზამთარში (დეკემბერი; მარტი). 

როგორ მივიდეთ?

გუდაური თბილისიდან 88 კმ-ში, დაახლოებით 1 სათის გზაზე მდებარეობს.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა