KA

პარაგლაიდინგი გუდაურში - ბიდარას მთა

გუდაურში პარაპლანით საფრენად არაერთი კარგი ადგილია, მათგან ყველაზე პოპულარულია: მთა ბიდარა, მთა კუდები და ე.წ. პანორამა („ხალხთა მეგობრობის თაღთან“).
რეგიონი
მცხეთა-მთიანეთი
სოფელი
გუდაური

ადგილმდებარეობა

გუდაური სამთო-სათხილამურო კურორტია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური საქართველოს სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2196 მეტრზე, თბილისიდან 120 კილომეტრში.  

ბიდარის მთაზე ასაფრენი წერტილი ზღვის დონიდან 2960 მ სიმაღლეზეა. მთის ძირში მაღალი გამავლობის მანქანით მიხვალ, შემდეგ კი 40 მ საფეხმავლო ბილიკის ავლა მოგიწევს. 

ფრენა ხორციელდება მთის სიახლოვეს და გუდაურის თავზე, დასაჯდომი წერტილია პირველი საბაგიროს სადგურზე, რესტორან „ტაიმაუტის“ მიმდებარედ ორგანიზებულ დასაფრენ ლოკაციაზე. 

საფრენი დრო 10-20 წუთი.  

სეზონი

ბიდარის მთიდან პარაპლანით საფრენად საუკეთესო სეზონია ზაფხული. 

ვის შეუძლია ფრენა?

ფრენისთვის აუცილებელია, რომ სხეულის წონა იყოს მინიმუმ 30 კგ და მაქსიმუმ 220 კგ. 

არასრულწლოვანს შეუძლია იფრინოს მხოლოდ მშობლების თანხმობით. 

უსაფრთხოება

ფრენა რეკომენდებულია იმ პილოტთან ერთად, ვისზეც საქართველოს პარაგლაიდინგის სკოლის მიერ გაცემულია ტანდემ პილოტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობა.

პილოტის სავარძელი აღჭურვილია სათადარიგო პარაშუტით; ფრენისას პილოტსაც და მგზავრსაც ახურავს ჩაფხუტი. ასევე სასურველია მზის სათვალე. ზაფხულში უნდა გქონდეს მსუბუქი მოსაცმელი, ხოლო დანარჩენ სეზონზე აუცილებელია დათბილული ტანისამოსი. საჭიროების შემთხვევაში, პილოტები იზრუნებენ თქვენს ჩაცმულობაზე. ფეხზე აუცილებლად უნდა გეცვას დახურული სპორტული ფეხსაცმელი.

შეგიძლია ფრენა  გადაიღო GoPro კამერით, რასაც ასევე პილოტები უზრუნველყოფენ.

კვალიფიციურ პილოტთან ტანდემში ფრენის დაწყებამდე პილოტი ჩაგიტარებს ინსტრუქტაჟს ფრენის პროცესთან დაკავშირებით.

ვებგვერდი იყენებს Cookies რათა გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.
Cookie პოლიტიკა