ტბას ზედა იურული ასაკის კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ამომავალი ნახშირორჟანგიანი წყალი წარმოქმნის. სწორედ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებია იმის მიზეზი, რომ აბანოს ტბა ხმაურით „დუღს“.
წნევის ძალით წყალი 10-15 სანტიმეტრ სიმაღლეზე ამოიტყორცნება და მას ლაჟვარდოვანი ფერი დაჰკრავს.
წყაროდან დღე-ღამეში 2,5 მლნ ლიტრი წყალი გამოედინება, ხოლო ტბის ფართობი 0,04 ჰექტარია.
უქარო ამინდში ტბის ირგვლივ ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგი გროვდება, რაც პატარა ზომის ცხოველების დახოცვის მიზეზი ხდება.
ტბის დათვალიერების შემდეგ ღამის გასათევად შეგიძლია, ახლომდებარე სოფლებში დარჩე, სადაც საოჯახო სასტუმროები დაგხვდება.